თამილა ჭრიკიშვილი
Thursday, November 14, 2013
Wednesday, June 27, 2012
გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის მთავარი თემა | „ღრმა წყლის ცხოველები“ |
მასწავლებლის სახელი და გვარი | თამილა ჭრიკიშვილი |
სწავლების საფეხური | დაწყებითი საფეხური ,VI კლასი, ინგლისური ენა, ისტ -ი. |
მოსწავლეთა პროფილი | 25 მოსწავლე |
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა | მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ინგლისურ ენაზე ღრმა წყლის ცხოველების თვისებები, მათი საცხოვრებელი გარემო და სიცოცხლის ხანგრძლივობა. მოსწავლე შესძლებს ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენებას , ინფორმაციის მოძიებას, ანალიზსა და დამუშავებას. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | მიზანი1.ლაპარაკი მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე შედეგი: მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს ზღვის ცხოველების შესხებ ინგლისურ ენაზე. მიზანი 2 .მოსწავლე ეფექტურად გამოიყენებს კომპიუტერულ და ინტერნეტ რესურსებს, იძიებს საჭირო მასალას , შესძლებს მონაცემების მიხედვით ააგოს ელექტრონული ცხრილი და დიაგრამა. შედეგი: მოსწავლეს შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ისტ -ი, შესაბამისი დავალების შესასრულებლად, იძიებს ინტერნეტში საჭირო ინფორმაციას , მონაცემებს ახარისხებს და შეაქვს ცხრილში.შეუძლია მონაცემებზე დაყრდნობით ააგოს დიაგრამა. მიზანი 3.მოსწავლე ითანამშრომლებს კლასელებთან და მასწავლებელთან. შედეგი მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში ეფექტურად მუშაობა , საკუთრი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. |
წინასწარი ცოდნა | საშუალო სირთულის ინგლისური ტექსტის კითხვა და შინაარსის გაგება. კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა, მაუსისა და კლავიატურის ხმარება, გადატვირთვა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება, მოძიებული მასალის შენახვა, ცხრილში მონაცემების შეტანა და ელექტრონული დიაგრამის აგება , ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასების რუბრიკის მეშვეობით. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. | სახელმძღვანელო: ”English World” ავტორები: ბოუენი, ჰოკინგი.გამომცემლობა- მაკმილანი.კომპიუტერი , ფურცლები, პროექტორი. |
გაკვეთილის მსვლელობა , საკლასო მენეჯმენტი | საორგანიზაციო საკითხები(1 წთ ) A.ფაზა/გამოწვევა -„გონებრივი იერიში“ აქტივობა1.(3 წუთი) მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს რა იციან ზღვის ცხოველების შესახებ, რომელ ზღვის ცხოველებს იცნობენ, და იციან თუ არა რა თვისებები გააჩნიათ მათ. B.ფაზა/ცოდნის კონსტრუირება. „ტექსტზე მუშაობა“ · აქტივობა1. (6წთ) · მასწავლებელი კითხულობს უცხო ტექსტს. შემდეგ მოსწავლეებს ამორჩევით ავალებს , წაიკითხონ განსაზღვრული მონაკვეთი ტექსტიდან ზღვის ოთხი ცხოველის შესახებ: გველთევზას , რვაფეხას ვარსკვლავთევზასა და მედუზას შესახებ. · აქტივობა2. (15 წთ) · მასწავლებელი მოსწავლეებს შემთხვევითი მეთოდით ყოფს 4 ჯგუფად და თითვეულს სთხოვს თითო- თითო ცხოველის შესახებ მოიძიონ ინტერნეტში დამატებითი ინფორმაცია ამ ცხოველების შესახებ. I. ჯგუფი-მედუზა, II. ჯგუფი-ვარსკვლავთევზა, III. ჯგუფი-გველთევზა. IV. ჯგუფი რვაფეხა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მათი სისცოცხლის ხანგრძლივობასა და კვების რაციონის შესახებ. · აქტივობა3. (12 წთ ) · მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს მოახდინონ პრეზენტაცია ცხოველების შესახებ,რომელიც აგებულია მონაცემების მიხედვით ელექტრონული ცხრილიში და ასევე მონაცემების მიხედვით ელექტრონული დიაგრამა power point-ში ორი მონაცემით:1. კვება-მცენარეები თუ ზღვის ცხოველები, 2. სიცოცხლის ხანგრძლივობა- მოკლე თუ ხანგრძლივი. · გაგდაუგზავნონ მასწავლებელს ფოსტით ელექტრონული დიაგრამა, · C ფაზა/გამთლიანება/ რეფლექსია · აქტივობა 1 ( 6წთ) · მასწავლებელი კითხვა პასუხის რეჟიმში აკეთებს შეჯამებას პროექტორზე ასახული მონაცემთა დიაგრამის მიხედვით , მოსწავლეები აღწერენ ზღვის ცხოველებს ინგლისურ ენაზე. · აქტივობა 2 (2 წთ) · მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ზვიგენის და ვეშაპის შესახებ ინტერნეტში ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მოპოვებას და აღნიშნული მონაცემების მიხედვით (კვება, სიცოცხლის ხანგრძლივობა) ელექტრონული ცხრილისა და დიაგრამის აგებას, მომდევნო გაკვეთილისათვის როგორც, საშინაო დავალება. |
Subscribe to:
Posts (Atom)