Wednesday, June 27, 2012

გაკვეთილის გეგმები



გაკვეთილის მთავარი თემა
„ღრმა წყლის ცხოველები“
მასწავლებლის სახელი და გვარი
თამილა ჭრიკიშვილი
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური ,VI კლასი, ინგლისური ენა, ისტ -ი.
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ინგლისურ ენაზე ღრმა წყლის ცხოველების თვისებები, მათი საცხოვრებელი გარემო და სიცოცხლის ხანგრძლივობა.
მოსწავლე შესძლებს ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენებას , ინფორმაციის მოძიებას, ანალიზსა და დამუშავებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები 
მიზანი1.ლაპარაკი
მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე
შედეგი:
მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს ზღვის ცხოველების შესხებ ინგლისურ ენაზე.

მიზანი 2 .მოსწავლე ეფექტურად გამოიყენებს კომპიუტერულ და ინტერნეტ რესურსებს, იძიებს საჭირო მასალას , შესძლებს მონაცემების მიხედვით ააგოს ელექტრონული ცხრილი და დიაგრამა.
შედეგი:
მოსწავლეს შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ისტ -ი, შესაბამისი დავალების შესასრულებლად, იძიებს ინტერნეტში საჭირო ინფორმაციას , მონაცემებს ახარისხებს და შეაქვს ცხრილში.შეუძლია მონაცემებზე დაყრდნობით ააგოს დიაგრამა.

მიზანი 3.მოსწავლე ითანამშრომლებს კლასელებთან და მასწავლებელთან.
შედეგი
მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში ეფექტურად მუშაობა , საკუთრი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში.

წინასწარი ცოდნა
საშუალო სირთულის ინგლისური ტექსტის კითხვა და შინაარსის გაგება.
კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა, მაუსისა და კლავიატურის ხმარება, გადატვირთვა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება, მოძიებული მასალის შენახვა, ცხრილში მონაცემების შეტანა და  ელექტრონული დიაგრამის აგება , ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასების რუბრიკის მეშვეობით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
სახელმძღვანელო: ”English World” ავტორები: ბოუენი, ჰოკინგი.გამომცემლობა- მაკმილანი.კომპიუტერი , ფურცლები, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა , საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები(1 წთ )
A.ფაზა/გამოწვევა -„გონებრივი იერიში“
აქტივობა1.(3 წუთი)
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს რა იციან ზღვის ცხოველების შესახებ, რომელ ზღვის ცხოველებს იცნობენ, და იციან თუ არა რა თვისებები გააჩნიათ მათ.
B.ფაზა/ცოდნის კონსტრუირება. „ტექსტზე მუშაობა“
·         აქტივობა1. (6წთ)
·         მასწავლებელი კითხულობს უცხო ტექსტს. შემდეგ მოსწავლეებს ამორჩევით ავალებს , წაიკითხონ განსაზღვრული მონაკვეთი ტექსტიდან ზღვის ოთხი ცხოველის შესახებ: გველთევზას , რვაფეხას ვარსკვლავთევზასა და მედუზას შესახებ.
·         აქტივობა2. (15 წთ)
·         მასწავლებელი მოსწავლეებს შემთხვევითი მეთოდით ყოფს  4 ჯგუფად და თითვეულს სთხოვს თითო- თითო ცხოველის შესახებ მოიძიონ ინტერნეტში  დამატებითი ინფორმაცია ამ ცხოველების შესახებ. I. ჯგუფი-მედუზა, II. ჯგუფი-ვარსკვლავთევზა, III. ჯგუფი-გველთევზა. IV. ჯგუფი რვაფეხა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მათი სისცოცხლის ხანგრძლივობასა და კვების რაციონის შესახებ.
·         აქტივობა3.  (12 წთ )
·         მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს  მოახდინონ პრეზენტაცია ცხოველების შესახებ,რომელიც აგებულია მონაცემების მიხედვით ელექტრონული ცხრილიში და ასევე მონაცემების მიხედვით ელექტრონული დიაგრამა power point-ში ორი მონაცემით:1. კვება-მცენარეები თუ ზღვის ცხოველები, 2. სიცოცხლის ხანგრძლივობა- მოკლე თუ ხანგრძლივი.
·           გაგდაუგზავნონ მასწავლებელს ფოსტით ელექტრონული დიაგრამა,
·         C ფაზა/გამთლიანება/ რეფლექსია
·         აქტივობა 1 ( 6წთ)
·         მასწავლებელი კითხვა პასუხის რეჟიმში აკეთებს შეჯამებას პროექტორზე ასახული მონაცემთა დიაგრამის მიხედვით , მოსწავლეები აღწერენ ზღვის ცხოველებს ინგლისურ ენაზე.
·         აქტივობა 2 (2 წთ)
·         მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ზვიგენის და ვეშაპის შესახებ ინტერნეტში ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მოპოვებას და აღნიშნული მონაცემების მიხედვით (კვება, სიცოცხლის ხანგრძლივობა) ელექტრონული ცხრილისა და დიაგრამის აგებას, მომდევნო გაკვეთილისათვის როგორც, საშინაო დავალება.



Powered By Blogger